პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პიროვნება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ, წმინდა სინოდმა დასაჯა, იმის ნაცვლად, რომ ძალიან დიდ სინანულში იყოს, კვლავ უფლებას აძლევს საკუთარ თავს ყოვლად ზღვარგადასული განცხადება გააკეთოს.

„პიროვნება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ, წმინდა სინოდმა დასაჯა საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების უხეში დარღვევის გამო და ეს იყო არაერთგზის დარღვევა, როგორც უწმინდესი პატრიარქის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებებით, ასევე შეურაცხყოფით წმინდა სინოდის, ცალკეული მღვდელმთავრების, სასულიერო და საერო პირების მიმართ ანტი კანონიკური ქმედებების გამო, იმის ნაცვლად, რომ ძალიან დიდ სინანულში იყოს და ამ სინანულის ნაყოფს აჩვენებდეს თავისი საქციელით, კვლავ უფლებას აძლევს საკუთარ თავს ყოვლად ზღვარგადასული განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავის უმძიმეს დანაშაულებს, რაც მან არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ მთელი ეკლესიის წინაშე ჩაიდინა, არ ნანობს. ეს არის პიროვნების უკიდურესად მძიმე მდგომარეობა.

უმძიმესი ქმედებები, რაც მან ეკლესიის წინააღმდეგ პატრიარქის, ჩვენი მღვდელმთავრების, სასულიერო პირების და თუნდაც ზოგიერთი საერო პირის მიმართ ჩაიდინა, საეკლესიო რჯულის კანონის მიხედვით უმკაცრესად ისჯება და ეს უმკაცრესი სასჯელი არის ეკლესიიდან განკვეთა. აქ ისეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როცა პიროვნება ვერ აცნობიერებს საკუთარ უმძიმეს ქმედებებს და ვერ აცნობიერებს მღვდელმთავრის პასუხისმგებლობას და ყოვლად შეუწყნარებელ ქმედებას მიმართავს, რაც რა თქმა უნდა უმძიმეს სასჯელს ექვემდებარება, მაგრამ ეს უმძიმესი სასჯელი არის წმინდა სინოდის კომპეტენცია და მხოლოდ მას აქვს უფლება თავისი შეხედულების მიხედვით დიდ საეკლესიო სჯულის კანონზე დაყრდნობით და საეკლესიო სამართლის კანონიკურ ნორმებზე დაყრდნობით მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776609383

საზოგადოება

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

ნათია თურნავა

1776606778

სპორტი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევრო...

გურამ თუშიშვილი

1776605654

ახალი ამბები

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიკოლოზ (ნარიმან)

1776604584

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ვაშინგტონმა რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციები არ განუახლა. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსუ...

ზელენსკიზელენსკი

1776603275

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით...

ჰეზბოლა ჰეზბოლა