პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა. ბრალდებულმა დაზარალებულებისგან ჯამში 645 000 ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781591960

საზოგადოება

16-18 ივნისს ამინდის პროგნოზი - „მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვ...

წვიმიანი ამინდი

1781590505

საზოგადოება

პაპუაშვილი: საქართველოს უკვე აქვს უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, მათ პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან, არამედ იმასთან ჰქონიათ, თუ ვინ დომინირებს

საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ...

შალვა პაპუაშვილი

1781589409

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბევრს ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე“. ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა

გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წე...

შალვა პაპუაშვილი

1781588533

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.   „გ...

შალვა პაპუაშვილი

1781587266

საზოგადოება

ვუჩიჩი: მჯერა, რომ სერბეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. ალექსანდრ ვუჩიჩმა ოფიციალური შეხვედრების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უფრო გა...

ვუჩიჩი ვუჩიჩი