შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.
„გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს.
ამავე დროს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება.
პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს. ასეთ მომენტში, ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე“.
ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან.
ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს", რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს.
მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას - აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია.
ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.
ამიტომ, ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ - ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.
საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ.
თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ, პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
1781589409
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბევრს ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე“. ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა
გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წე...
1781587266
საზოგადოებავუჩიჩი: მჯერა, რომ სერბეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. ალექსანდრ ვუჩიჩმა ოფიციალური შეხვედრების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უფრო გა...
1781586442
საზოგადოებასერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება
სერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დღეს ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პირისპირ შეხვდება. გუშინ კი, მთავრობის მეთაურმა სერბეთის რესპუბლიკის პ...
1781585276
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ივნისს საქართველოში
16 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელ...
1781554492
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს“ - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა
„როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ“, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვი...



























