თეთრ სახლში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა გაიმართა - UFC-ს მსუბუქი დივიზიონის ქამარი ამერიკელს დარჩა
ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.
ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ის ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
1781463546
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია ფილმზე „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ვეცადეთ, გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია და იმედი მაქვს, საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის
„პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა ფილმის „განუსაზღვრ...
1781462355
საზოგადოებარატი იონათამიშვილი დოკუმენტურ ფილმზე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების შედეგად
დოკუმენტური ფილმი პარალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ...
1781461656
ახალი ამბებიავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია
„ავლაბარში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა. მისივე თქმით, დაშავებუ...
1781459978
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარაზე: ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე
არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქარ...
1781458569
ახალი ამბებითბილისში ხანძარია - დაშავებულია ერთი ადამიანი
თბილისში, ავლაბარში ერთ-ერთ სამსართულიან შენობაში, სხვენში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სახან...


























