პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 24 335 გრამი (140 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი; მანვე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 230,5 გრამ ნარკოტიკულ საშუალება დამაძინებელ ყაყაჩოს და 41,3 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. მეორე დაკავებულმა კი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 24 370 გრამი (67 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. მან ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა - 12,58 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1755012420
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს: კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ თამაშს
„კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ [თამაშს]“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზ...
1755011103
საზოგადოებასაქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს...
1755009399
საზოგადოებაშსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ
შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. აღნიშნულის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძე...
1755007002
საზოგადოებანინო წილოსანი: სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან
„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან. იმის ნაცვლად, რომ ლიბერალიზმი თავისუფლებას...
1755006028
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის...