პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ „მარანჭალაში“ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777998461

ახალი ამბები

ზურაბ პატარაძე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ინფორ...

ზურაბ პატარაძე

1777997105

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ

ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მა...

სოზარ სუბარი

1777995662

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია

ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატია მომარ...

ვატო

1777995310

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირს, რომელმაც გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს, წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ, თუმცა ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო

ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფი...

დავით ქართველიშვილი

1777994248

მსოფლიო

CNN: ამერიკის მოსახლეობა ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე

„ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასმა თითქმის 3 ცენტით მოიმატა და ერთი გალონი (დაახლოებით 3.78 ლიტრი) „რეგულარის“ ტიპის საწვავის საშუალო ფასმა 4.48 დოლარი შე...

ბენზინი