პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ექვს პირს, მათ შორის ერთ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 6 პირს, მათ შორის 1 იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, 350 000 აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა შემოიტანეს.

საქართველოში შემოტანილი თანხა ბრალდებულებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით და მისი სახელის გამოყენებით უნდა დაეკონვერტირებინათ კრიპტოვალუტაში და სახეცვლილი აქტივი, მისი განთავსების და მასზე საკუთრების უფლების დამალვის და შენიღბვის მიზნით, მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ კრიპტო საფულეებზე გადაერიცხათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმო საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას, მათ შორის სხვადასხვა კრიპტოვალუტის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რითაც ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ათეულობით მილიონი ლარის ეკვივალენტი ვირტუალური აქტივის უკანონო და უკონტროლო ტრანზაქციებს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიულ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათვქმია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760694954

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად არ არიან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, არც რუსეთი, არც უკრაინა ამ ეტაპისთვის სამშვიდობო შეთანხმების დადებისთვის მზად არ არიან. მისი თქმით, ქვეყნებს შორის მრავალი გადაუჭრელი პრობლემა და წინ...

 ჯეი დი ვენსი

1760691632

საზოგადოება

თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თამარ იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიცი...

თამარ იოსელიანი

1760691147

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ

„კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა კორუფციის ბრალდებით დაკავებები, პრემიერი აღნიშ...

ირაკლი კობახიძე

1760689487

საზოგადოება

პრემიერი: როდესაც მმართველი გუნდის ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება საკონსტიტუციოში შესატანი სარჩელი

იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დე...

ირაკლი კობახიძე

1760688934

საზოგადოება

კახა კალაძე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით: პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ?!

პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, უწყება მოქმედებს კანონის ფარგლებში. კანონი დაარღვია ვინმემ? არა, შესაბამისად, მიმდინარეობს ადამიანების...

კახა კალაძე