ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრა.

„დანაკლისის მიუხედავად, საბედნიეროდ, ესპანეთში ძლიერი საფეხბურთო აკადემიური სისტემა გვაქვს, საიდანაც მუდმივად გამოდიან მაღალი დონის მოთამაშეები. ეს ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და მიხარია, რომ ასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ.

რა თქმა უნდა, მეტის გატანის შანსიც გვქონდა. ზოგს ჰგონია, რომ 5:0 ან 6:0 უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს მარტივი არ არის. საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა. ასეთი ანგარიშით მოსაგებად იდეალური თამაში გჭირდება. პენალტები უკეთესად უნდა შევასრულოთ. ოიარსაბალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დარტყმა ფერან ტორესს გადააბარა – ჩვენს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, ვისაც პენალტის შესრულება შეუძლია.
იამალისა და უილიამსის არყოფნისას შევარჩიეთ სხვა ტიპის გარემარბები და ვფიქრობ, მათ გაამართლეს. თითოეულ პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს. ვიცოდით, რომ საქართველო კონტრშეტევებზე ძალიან საშიშია, ეს ევროპის ჩემპიონატზეც დავინახეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა პრობლემები შეგვიქმნეს. ამიტომაც მთავარი მიზანი იყო თამაშის კონტროლი ასეთ ეპიზოდებში და ეს დავალებაც წარმატებით შევასრულეთ“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს სტუმრად თურქეთთან ჩაატარებს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

1763199330

ახალი ამბები

პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა

1763197491

ახალი ამბები

კახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს

კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით...

კახა კალაძე

1763196372

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი IPSOS-ის კვლევაზე: ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი

„ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი სოსიაშვილი Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...

გიორგი სოსიაშვილი