კახა კალაძე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით: პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ?!
პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, უწყება მოქმედებს კანონის ფარგლებში. კანონი დაარღვია ვინმემ? არა, შესაბამისად, მიმდინარეობს ადამიანების დაკავება. ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მიმდინარე დაკავებებთან და გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, საკმაოდ ბევრნი იყვნენ ის პირები, ვინც რეზიდენციის შტურმს ახორციელებდა.
„უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა შესაბამისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს ადამიანების იდენტიფიცირება, რადგან საკმაოდ მრავლად იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებდით მოწოდებებს წინა დღეების განმავლობაში იმის შესახებ, რომ კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ, ვთხოვდით ამის შესახებ, მაინც მიმდინარეობდა პირდაპირი წახალისება ამ ძალადობრივი ქმედებების, საუბრები დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ერთგვარი კამპანია იყო გაჩაღებული, შემდეგ 4 ოქტომბერს ამის აღსრულება სცადეს, მივარდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე გადაანგრიეს, შეჭრას ცდილობდნენ. რომ არა შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც მოიქცნენ კანონის ფარგლებში, რა და როგორ იქნებოდა, არავინ იცის.
ზრდასრული ადამიანები თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალია, ვერავის შეზღუდავ, მაგრამ როდესაც არღვევ კანონს, ჩვენ ცივილიზებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება.
დაკავების ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება აქციებზე დაზარალებულებისადმი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიქცევას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა და ახლაც მზად არის ამ მიმართულებით, როგორც ადგილზე მკურნალობის, ისე, საჭიროების შემთხვევაში, უცხოეთში გადაყვანის მზადყოფნის თვალსაზრისით.
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...































