პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში.
მათ სისტემატური კავშირი ჰქონდათ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრები, საკუთარი კრიმინალური გავლენის, მატერიალური სარგებლის მიღების, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.
მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მხარეებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა 44 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ერთ-ერთი ბრალდებული ქალის მიმართ კი, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1775634935
ახალი ამბებიპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...
1775634861
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი კვარტალის გეგმა 107%-ით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტალის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107 პროცენტით შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევ...
1775634816
ახალი ამბებიშარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
„ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისა...
1775634777
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბ...
1775634200
ახალი ამბებიპრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო
დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გ...




























