პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 19 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოყვანილი 138 ავტომობილი, ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, ფიქციურად მოაქციეს რეექსპორტის რეჟიმში და საქართველოდან კანონით დადგენილ ვადაში არ გაიყვანეს, რაც პირადი ანგარებითი მიზნებისთვის გამოიყენეს. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეიტანეს კანონით დადგენილი გადასახადი, რითაც სახელმწიფო 545 165 ლარით დააზარალეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად), 25.185-ე მუხლის ნე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივ დაზიანებაში დახმარება) და 25.210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებაში დახმარება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდათ.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793603629

ახალი ამბები

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...

თაღლითობის ბრალდებით

1793602664

ახალი ამბები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...

დაწყებითი საფეხური

1793602356

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...

პარიზში

1793598824

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...

გენო დავითაძე

1793597525

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში

„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე