დავით მათიკაშვილი: ევროკავშირშიც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპაში დემონსტრაციების მორიგ ტალღას გამოეხმაურა.

არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 800-მდე პირი დააკავა. პარიზში, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

„თბილისში მიმდინარე აქციები, რომელმაც შედეგად კინაღამ პარლამენტის დაწვა გამოიწვია, იყო პირდაპირ ეთერში ნაჩვენები „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი და პოლიციის დაწვის მცდელობა, ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიიდან ამ რადიკალიზმის წამახალისებელი ძალებისგან იყო მონათლული როგორც მშვიდობიანი აქცია და მთელი კამპანია იწარმოვა ევროფონდების დაფინანსებით, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზებას და გაიდეალიზებას ემსახურებოდა.

აბსოლუტურად საპირისპიროა დღეს ევროკავშირში - იქაც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, მაგრამ მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ სავსებით სამართლიანად, მაგრამ უსამართლობა აქ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით: ის ორმაგი სტანდარტი, წახალისება რადიკალიზმის და მცდელობა - სიმართლე პრაქტიკულად გადასხვაფერებული, სხვა კონტექსტით წარმოადგინონ, როგორც ადგილობრივი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე მსოფლიო თანამედროვეობისთვის“ - აცხადებს მათიკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793603629

ახალი ამბები

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...

თაღლითობის ბრალდებით

1793602664

ახალი ამბები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...

დაწყებითი საფეხური

1793602356

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...

პარიზში

1793598824

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...

გენო დავითაძე

1793597525

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში

„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე