პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთმა და უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, უკანონოდ გადაყვანას აპირებდნენ, რისთვისაც მას 5500 აშშ დოლარი გამოართვეს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამივე ბრალდებული დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 18.344 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753942250

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად დღეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარდგენის ღონისძიება 21:00 საათზე, მთაწმინდის პ...

კახა კალაძე

1753909098

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე: „უოტფორდთან“ ერთად პრემიერლიგაში გადასვლა და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე გასვლა ჩემთვის დიდი ჯილდო იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ watfordobserver-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის გიორგიმ განაცხადა, რომ „უოტფორდთან“ ერთად პ...

 გიორგი ჩაკვეტაძე

1753908870

მსოფლიო

ზახაროვა: ტრამპის მუქარა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ შეუწყობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა რუსეთის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახ...

ზახროვა

1753906614

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გადაწყვეტილებას ელისაშვილის სასარგებლოდ თუ მიიღებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს“, კომიკური კანდიდატი იქნება

„დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და ბატონი კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გ...

არჩილ გორდულაძე

1753905927

მსოფლიო

ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადებს 50%-მდე ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადებს 50%-მდე ზრდის. განკარგულებაში ნათქვამია, რომ...

დონალდ ტრამპი