პროკურატურამ სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს,  ქ. თბილისში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ  სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში“ ხულიგნობა ჩაიდინა, რა დროსაც ემუქრებოდა მაღაზიაში მყოფებს, აყენებდა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  ბრალდებულის მიერ მიყენებული  ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა  ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს - ბერი გაბრიელის გაფრთხილება საქართველოს

🔵ხუთმა ბულდოგმა დაგლიჯა ქალი, რომელიც შვილიშვილის სკოლიდან გამოსაყვანად ემზადებოდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793598824

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...

გენო დავითაძე

1793597525

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში

„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1793596258

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი ამინდი

1793566520

მსოფლიო

ფრანკფურტში აქციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 54 ადამიანი

 გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა...

აფეთქება

1793562589

მსოფლიო

კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედიაიტყობინება. პესკოვის განცხადებით,...

კრემლი