პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 დეკემბერს თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული, ასევე, უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
1767460375
მსოფლიოგაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებებით
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებებით. მას მიაჩნია, რომ ამას შესაძლოა „რეგიონისთვის საგანგ...
1767456623
მსოფლიოშვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, კრან-მონტანაზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია
შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია. წინასწარი გამოძიების შედეგებს ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ბოლო მონაცე...
1767452082
მსოფლიონიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებასა და აშშ-ის საწინააღმდეგოდ დესტრუქციული მოწყობილობების შენახვისთვის წაუყენეს ბრალი
აშშ-ის გენერალური პროკურორის პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორესს ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს. აშშ-ის გენერალური პროკურორის მტკიცებით, ნიკოლას მადუროს...
1767449139
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთ...
1767448626
მსოფლიომადურო „დელტას“ სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის არმიის „დელტას“ სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა და ქვეყნიდან გაყვანა. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. როგორც ტელეარხი იუწყება, აღნიშნული სპეცდანიშნულების რ...































