მაია ბითაძე: კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ პლასტმასისაგან დამზადებული პროდუქციის რეალიზებისთვის დრო მეწარმეებს 1 აპრილამდე მიეცემოდათ, რაც მათთვის დამატებითი შეღავათია

 1 აპრილამდე მიეცათ მეწარმეებს დრო იმისთვის, რომ უკვე შეძენილი, პლასტმასისაგან დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იმგვარი პროდუქციის მოხმარება, რაც ცხელ პროდუქტთან რეაქციაში შედის და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, უნდა აიკრძალოს.

„კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ 1 აპრილამდე მიეცემოდათ მეწარმეებს დრო იმისთვის, რომ უკვე შეძენილი პროდუქციის რეალიზაცია მოეხდინათ, რაც მათთვის დამატებითი შეღავათია. თუმცა, ბიზნესთან ერთად ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ იმგვარი პროდუქციის შემდგომი მოხმარება, რაც ცხელ პროდუქტთან რეაქციაში შედის და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მომავალში აღარ უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბითაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767363096

მსოფლიო

კირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობის შესახებ მიიღო

 კირილ ბუდანოვმა მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობის შესახებ. ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა საკუთარ Telegram-არხზე განაცხადა....

კირილ ბუდანოვი

1767361250

ახალი ამბები

საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

 სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხ...

ყინვა

1767358643

ახალი ამბები

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბ...

გზა თოვლი მოძრაობა

1767355948

ახალი ამბები

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრ...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1767353578

ახალი ამბები

ყოფილი ევროკომისარი ხოაკინ ალმუნია: დღეს, სამწუხაროდ, აშშ ჩვენი მტერია

 ყოფილმა ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ ესპანურ მედიასთან ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპისთვის მთავარი მოკავშირიდან მტრულ მოწინააღმდეგედ გადაიქცა, - ამის შეს...

ყოფილი ევროკომისარი