სულხან თამაზაშვილი: 2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.

,,გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!

გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.

2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1767353578

ახალი ამბები

ყოფილი ევროკომისარი ხოაკინ ალმუნია: დღეს, სამწუხაროდ, აშშ ჩვენი მტერია

 ყოფილმა ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ ესპანურ მედიასთან ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპისთვის მთავარი მოკავშირიდან მტრულ მოწინააღმდეგედ გადაიქცა, - ამის შეს...

ყოფილი ევროკომისარი

1767351839

ახალი ამბები

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა

 თბილისის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან იწმინდებოდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობდნენ...

გზა თოვლი

1767348689

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს....

დაკავება, პოლიცია

1767348028

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრან-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიაში სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში მომხდარი აფეთქების გამო, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთ...

მიხეილ ყაველაშვილი

1767342962

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიაში სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში მომხდარი აფეთქების გამო, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა, მწუხარებასგამოთქვამს. „ღრმად დამწუხრებუ...

მაკა ბოჭორიშვილი