პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაში.
1751983176
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 9 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, ახმეტელის ქუჩა N12-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 ი...
1751982923
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექ...
1751981285
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
8 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა, რომელიც თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმ...
1751980164
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7181 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7180 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1751979004
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი...