პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა ბრალდებულმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა ამავე სოფელში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ. ფართის სპორტულ სტადიონს და შემდგომში მოეხდინა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია.
ამ მიზნით, ბრალდებულმა სპორტული სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად დაყო სამ ნაწილად და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, როგორც თითქოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაარეგისტრირა თავის და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მიწის ნაკვეთების უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, მან სამივე მიწის ნაკვეთს შეუცვალა ფუნქცია და არასასოფლო-სამეურნეო მიწად დაარეგსტრირა საჯარო რეესტრში.
ხსენებულის შემდეგ, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე მიწის ნაკვეთი გადააფორმა მასთან დაკავშირებული პირის სახელზე, რომელმაც შემდეგში მისი დავალებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოახდინა მიწის ნაკვეთების გაერთიანება, რითაც მოხდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის - 1 871 908 ლარად ღირებული სპორტული სტადიონის დაუფლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1795852855
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უნივერსიტეტია აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს
„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზია...
1795851586
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორ...
1795850226
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქართველების მიერ არეული ქვეყნის დალაგების მსურველი გარე ძალები ბლომად გამოჩნდებიან და თავისი ინტერესების შესაბამისად ისევ ფსევდო პატრიოტი ქართველების ხელით, სათავისოდ დაილაგებენ ჩვენ არეულ ქვეყანას
მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე წერს. იგი „გულწრფელ და პატრიოტ „მედასავლეთეებსა და ლიბერალებს“ მიმართავს და უსვ...
1795848104
ახალი ამბებილევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები - სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!
ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით,...
1795846497
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...































