პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ს და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის ღირებულებაც 6 632 130 ლარს შეადგენდა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, კომპანიის ხელმძღვანელებმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ხელშეწყობით, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით უსაფუძვლოდ გაზარდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს. ვინაიდან სამუშაოები სრულდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული ვადების მნიშვნელოვანი დარღვევით, ხელშეკრულება შეწყდა. შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ჰქონდა 3 432 520 ლარი.

აღნიშნულ ფაქტზე, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, ხოლო ორ პირს - 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობაში დახმარება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763649197

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპ...

ქრთამის აღების ფაქტ

1763647220

საზოგადოება

ადვოკატი: ივანიშვილი შეგუებულია, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს არ განაკარგვინებენ. ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას და საქველმოქმედო საქმიანობას

ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება, - წერს სოციალუ...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

1763644393

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1763644181

საზოგადოება

ვაჰაგნ ხაჩატურიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა. ვფიქრობ, მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას, დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება, - გან...

ვაჰაგნ ხაჩატურიანი

1763643404

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში

„საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე