ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში
„საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს აქვთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარების საფუძველია.
„მოხარულები ვართ, რომ დინამიკურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1763647220
საზოგადოებაადვოკატი: ივანიშვილი შეგუებულია, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს არ განაკარგვინებენ. ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას და საქველმოქმედო საქმიანობას
ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება, - წერს სოციალუ...
1763644393
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1763644181
საზოგადოებავაჰაგნ ხაჩატურიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა. ვფიქრობ, მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას, დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება, - გან...
1763642648
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სო...
1763638564
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდა...




























