რატი იონათამიშვილი არასრულწლოვანთა შესახებ კანონზე: იცვლება ის, რომ სახელმწიფოს მზრუნველობისა და მხარდაჭერის კომპონენტი ძლიერდება და უნდა ვაღიაროთ, რომ აქამდე ასე არ იყო
იცვლება ის, რომ სახელმწიფოს მზრუნველობისა და მხარდაჭერის კომპონენტი ძლიერდება და უნდა ვაღიაროთ, რომ აქამდე ასე არ იყო. სახელმწიფო თავის პოზიტიურ ვალდებულებას ვერ აწვდიდა იმ მოზარდებს, რომლებიც სჩადიოდნენ დანაშაულს თუნდაც 12-13 წლის ასაკში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
მისი თქმით, ასეთი შემთხვევა ბევრია, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვებთან სპეციალისტების მუშაობა და მულტიდისციპლინარული მიდგომები. დეპუტატმა მშობლის პასუხისმგებლობის ფაქტორსაც გაუსვა ხაზი.
„ბავშვთა კოდექსი იმიტომ იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ მიმართულებით, რომ ოჯახს აძლიერებდა და მშობლის გაძლიერებაზე იყო მიმართული. ამ პროგრამებშიც მშობლის კომპონენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაკვირველია. ამ მხრივაც, ვფიქრობ, პოზიტიური მშობლის ინსტიტუტის გაძლიერებაც საინტერესო იქნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მან ასევე 2024 წელს საქართველოს მიმართ გაეროს მიერ გაცემული რეკომენდაცია გაიხსენა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის საკმარისი რესურსები და პროგრამები არ იყო მობილიზებული.
ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს. საქართველოში გერმანული კანონის ზუსტი ანალოგი იმოქმედებს.
1763649197
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპ...
1763647382
ახალი ამბებიპროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხად...
1763647220
საზოგადოებაადვოკატი: ივანიშვილი შეგუებულია, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს არ განაკარგვინებენ. ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას და საქველმოქმედო საქმიანობას
ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება, - წერს სოციალუ...
1763644393
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1763644181
საზოგადოებავაჰაგნ ხაჩატურიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა. ვფიქრობ, მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას, დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება, - გან...


























