პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით გარყვნილი ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 19 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794571075
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - დღეს 121 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადავცემთ
„ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 121 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ღონისძი...
1794570775
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონაწილეობას მიიღებს „სერ ბანი იასის ფორუმში“
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 13-15 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონაწილეობას მიიღებს „სერ ბანი იასის ფორუმში“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარე...
1794569793
ახალი ამბებიგია ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა, ვერც ექნება, რადგან ფაქტები, რაც ხდებოდა თვალსაჩინოა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული
„უსუსურია არგუმენტი, თურმე, სააკაშვილი არაფერს განაგებდა, არც პარტიას ხელმძღვანელობდა და თურმე ყველაფერ ცუდზე, რაც ხდებოდა პასუხისმგებელი იყვნენ აღმასრულებელი და გენერალური მდივნები“, - ამის შესახებ პ...
1794568849
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ჩინეთში ვიზიტმა დადებითად ჩაიარა, იმედი მაქვს, სამომავლოდ ორი ერი კიდევ უფრო დაახლოვდება და მეტ ურთიერთობას ვიქონიებთ ამ შესანიშნავ ქვეყანასთან
„საუბარი იყო რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის იყოს გაცვლითი პროგრამები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული კუთხით, რაც წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული...
1794567471
ახალი ამბებიხარაგაულში მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. არსებული ცნობით, დაკავებულია 70 წლამდე კაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხ...






























