ზურაბ პატარაძე: მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - დღეს 121 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადავცემთ

„ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 121 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტების განვითარება მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

„ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგია ჩვენი ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ინვესტორებთან მუშაობა და ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმატება. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ ნათელი პასუხი დღევანდელი დღეა - ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხალხის კეთილდღეობას ემსახურება. დღევანდელი დღე არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სოციალური პროექტით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს.

მინდა აღვნიშნო ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი სალიბაური, სადაც ბენეფიციარები საცხოვრებელ ფართებს ძალიან მალე მიიღებენ. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო „ოცნების ქალაქი“ - მშენებლობა უკვე მეორე ფაზაშია და სულ მალე 1077 ოჯახი მიიღებს ბინებს. ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ საცხოვრებელი ფართების მშენებლობა არ არის. მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, კომფორტული პირობები, რეკრეაციული ზონები, სკოლა და საბავშვო ბაღი“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგისა და სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს მთავრობასა და ხალხს შორის ნდობის საფუძველია.

„ექვსივე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ჩვენ შევძელით სტერეოტიპის დამსხვრევა - აჭარა ოთხივე სეზონზე არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს, მეტ წარმატებულ პროექტს, გაღიმებულ ბავშვს. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი დაპირებაა მოსახლეობაზე ზრუნვაა და ვაგრძელებთ მათთვის ღირსეული პირობების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართების მიღება მიულოცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794564526

ახალი ამბები

ვიქტორ ჯაფარიძე: მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება - საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული განვითარების მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს...

ვიქტორ ჯაფარიძე

1794563940

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა

„ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას, შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურ...

ნინი წილოსანი

1794562638

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კარგია, რომ მოქალაქეები უსმენენ სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა

„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები საჯაროდ გადაიცემა და მოქალაქეები უსმენენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი „ნაცებს“ არ წარმო...

ლევან მაჭავარიანი

1794560904

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი

„ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება“,...

შალვა პაპუაშვილი

1794560135

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკების მაგიდასთან თუკი ვინმეს აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა, მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება

„ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ იჯდა, ეს არის სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება და ქალბატონ კალასს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი“, - განაცხადა საქართ...

შალვა პაპუაშვილი