ვარლამ ლიპარტელიანი: ჩინეთში ვიზიტმა დადებითად ჩაიარა, იმედი მაქვს, სამომავლოდ ორი ერი კიდევ უფრო დაახლოვდება და მეტ ურთიერთობას ვიქონიებთ ამ შესანიშნავ ქვეყანასთან
„საუბარი იყო რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის იყოს გაცვლითი პროგრამები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული კუთხით, რაც წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.
როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ სამომავლოდ საქართველო და ჩინეთი კიდევ უფრო დაახლოვდება.
„მოგეხსენებათ, ჩინეთში გვქონდა შეხვედრები ჩინეთში ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდულ მიმართულებას. ვიცით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს აუცილებლად გაფორმდება მემორანდუმი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომავალ წელს აუცილებლად ჩამოვალთ ფორუმზე, ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე იყო საუბარი, რომ ჩინელი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, მოხდეს გაცვლითი პროგრამები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული კუთხით. ვფიქრობ, ეს ძალიან სასიამოვნოა და კარგია, რადგან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი ახალგაზრდები მომავალში და ეს მხოლოდ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას. ასევე შეხვედრები გვქონდა ტექნოლოგიების მიმართულებით და ვიტყოდი, რომ დადებითად ჩაიარა ჩვენმა ვიზიტმა ჩინეთში. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო დაახლოვდება ორი ერი და მეტ ურთიერთობას ვიქონიებთ ჩინეთთან“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.
1794560904
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
„ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება“,...
1794560135
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკების მაგიდასთან თუკი ვინმეს აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა, მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება
„ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ იჯდა, ეს არის სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება და ქალბატონ კალასს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი“, - განაცხადა საქართ...
1794560018
მსოფლიოირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარზე თავდასხმა განახორციელეს
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ მან ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარი დაბომბა, რაც სექტემბრის დასაწყისიდან სპარსეთის ყურის ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თა...
1794559544
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი
„საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაკავშირებადობაზე საუბრისას მედიასთან....
1794558192
ახალი ამბებიდავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის...































