გია ვოლსკი: ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ ამაზე ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, გამოჩნდა, რომ საქართველო წინა პლანზეა, როცა შუა დერეფნის სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ
ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა და პრობლემები ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამასთან დაკავშირებით ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ზოგს ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს, ზოგისთვის კი, თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„გარკვეული უხერხულობა შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობაში, არამედ ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რადგან ევროკავშირის ერთობლიობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დაიკარგა და ცდილობენ, ერთიანობა შეინარჩუნონ. არსებული სიტუაცია ხელს გვიშლის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, ინტენსიური ურთიერთობები განვავითაროთ.
ჩვენ ამ მდგომარეობას საკმაოდ განვიცდით. ცალკეული ქვეყნები ორმხრივი ურთიერთობის დეფიციტს პრობლემად აფასებენ, რადგან უკვე გამოჩნდა, რომ საქართველო წინა პლანზეა, როდესაც შუა დერეფნის თემასა და სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ, რომელიც უკავშირდება მშვიდობიანი პროცესების განვითარებას. რასაკვირველია, საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებში საკვანძო პოზიციას იკავებს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
1794565449
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე: ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ
ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის 20%-ით ზრდა თბილისისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია. 2026 წელს, ევროკავშირმა რუსეთისგან თითქმის 10 მილიარდი დოლარის თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა. ოქტომბერში რუ...
1794564526
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე: მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება - საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული განვითარების მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს...
1794563940
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა
„ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას, შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურ...
1794562638
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კარგია, რომ მოქალაქეები უსმენენ სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა
„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები საჯაროდ გადაიცემა და მოქალაქეები უსმენენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი „ნაცებს“ არ წარმო...
1794560904
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
„ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება“,...































