პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით კიდევ გაიზარდოს
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს.
როგორც დოლიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პურზე ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება, თუ რუსეთიდან კვლავ გაძვირებული ფქვილი შემოვა.
„მოდიოდა ინფორმაცია, რომ თონის პური გაძვირდა 10 თეთრით, რასაც ვადასტურებ.
ქართული პურის მწარმოებლები მუშაობენ სულ სხვა არეალში, ისინი იხდიან ფიქსირებულ გადასახადს. მათთან ფქვილი შეაქვთ დისტრიბუტორებს, რომლებიც წისქვილში იძენენ და მერე გადაყიდვას ახდენენ ამ ფქვილის.
ამიტომ, ისინი სულ სხვა ანგარიშსწორების სფეროში იმყოფებიან და მათი ფასწარმოქმნა პურისა ნამდვილად მეტია.
პურის ფასი რამდენიმე ფაქტორისგან შედგება.
ძირითადი ფაქტორი ფქვილის ღირებულებაა. ფქვილი არის ძირითადი მასა, მშრალი ნივთიერება, რომლისგანაც პური ცხვება.
საქართველო თავისი ოდენობის მხოლოდ 10-15% აწარმოებს, დანარჩენი ექსპორტზე შემოდის.
გარდა ამისა, არის საფუარი, მარილი, ეს ყველაფერიც შემოტანილია, აქედან გამომდინარე დგება ფასები. მარტის ბოლოს, 20 მარტიდან როდესაც დიდთოვლობა დაიწყო, ლარსის საბაჟო ჩაიკეტა და 30-კილომეტრიანი მანქანების რიგი დადგა, დაახლოებით ათი დღე იყო ჩაკეტილი.
პურის მრეწველები ძირითადად აქაური წისქვილებითაც სარგებლობდნენ, თუმცა უმეტესად დამოკიდებული იყო იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა.
ამ ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარამდე.
მარტის შემდგომ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილი შემოვიდა, პირველივე შემოსული ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა.
ადგილობრივი ფქვილი, რომელიც ჩვენს წისქვილებში მზადდება, ღირს 80 ლარი. ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს, ხელფასს, დისტრიბუციას სჭირდება, ფოკუსირდება ფასებში.
დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა იმის საჭიროება, ფასწარმოქმნა გადაიხედოს. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ შეიცვლება, მაგრამ ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება.
ჩვენი გადაანგარიშებით, ეს მოიცავს დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებს.
რუსეთიდან თუ დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ის ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს.
თუ ისევ შემოვიდა 75 ლარად, მაშინ ფასის ცვლილება საჭირო გახდება“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍ჟურნალისტი იური დუდი რუსეთში “უცხო ქვეყნის აგენტების” სიაში შეიყვანეს
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























