ქართველიშვილი ბოკერიაზე: გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პასუხისმგებლობას - მისგან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, უკვე ცინიზმიც აღარ არის
„გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება - მოდელირებული ე.წ. „ციხის ბუნტის“ დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ „ციხის ბუნტისა“, რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას.
„ბახის, ბეთჰოვენის, ვაგნერის, დიურერის, რიხტერის გერმანიაში დაიბადნენ სისხლისმსმელი ჯალათები: იოზეფ მენგელე, ირმა გრეზე და ამონ გიოტე - რომლებიც მანიაკალურ სიამოვნებას იღებდნენ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში უმწეო პატიმრებზე სადისტური ექსპერიმენტებით.
გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება - მოდელირებული ე.წ. „ციხის ბუნტის“ დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ „ციხის ბუნტისა“, რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა.
მაშინ უბრალოდ „ვიღაცის“ ავადმყოფურ თავში დაიბადა ამ სისხლიანი დრამის გათამაშების სცენარი - რა დროსაც ნაცების საკონცენტრაციო ბანაკის უდანაშაულო და უმწეო ბინადრები დახოცეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ და რანაირად გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ეს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას. მაგრამ - სისხლიანი „ციხის ბუნტის“ მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის...“, - წერს ქართველიშვილი.
1774776796
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: ბოკერიამ მობოდა, ივანიშვილმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენაო, სინამდვილეში, სწორედ ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ჯალათების რეჟიმმა დააყენა საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ!
„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ეს მანიაკები გასრისა, დღეს საერთოდ აღარ ვიარსებებდით სწორედ ამათი „გონივრული პოლიტიკის“ შედეგად, რომელიც გულისხმობდა, რომ ქვეყნის შიგნით თვითონ ანადგურებ...
1774775457
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც „რადიო თავისუფლება“-სთან ინტერვიუში გააკეთა. ბოკ...
1774774971
ახალი ამბებიდეკანოზი იაკობ მახნიაშვილი ახალი პატრიარქის არჩევაზე: მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია
„მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილ...
1774772625
ახალი ამბებითბილისის მერია: ვაკის პარკის მედიათეკაში ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
30 მარტს, 15:00 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონიას გამ...
1774772571
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...































