მეუფე იაკობი: დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა ავირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ერთი საქმე ვაკეთოთ, ერთსულოვნებით

ილია მეორის ღვაწლზე და ბოლო დღეებში, საპატრიარქოს მისამართით მიმდინარე კამპანიაზე ილაპარაკა ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იაკობის განმარტებით, ახალ, 142-ე პატრიარქს თავად სინოდი გამოარჩევს, რომელიც ღმერთისთვის სათნო იქნება. ვნებათაღელვა კი მისივე თქმით, მრევლს აბნევს.

„უწმინდესი არის სიყვარულისა და სიხარულის პატრიარქი, რომელიც ჩვენს ერს ბედნიერებასაც მოუტანს. რამდენი ეკლესია იყო მაშინ ღია და რამდენი ეკლესია, რამდენი მოძღვარი, რამდენი ბერმონაზვნობა დაგვიტოვა? [ილია მეორე] დიდი მნათობია ჩვენი ეკლესიისთვის. ავირჩევთ ახალ პატრიარქს და სინოდის თითოეული წევრი შევეცდებით, ისე მოვიქცეთ, რომ უფლისთვის სათნო იყოს და მხარში დავუდგეთ ერთმანეთს.

ახლა ბევრი ვნებათაღელვაა. ქრისტიანმა ადამიანმა რომ დაიწყოს - ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან დაშორებულია. მე ვიცი, ვინც უნდა ავირჩიო. განა არ ვიცი? დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა ავირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ერთი საქმე ვაკეთოთ, ერთსულოვნებით. ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე გვაქვს მისაყვანი“, - განაცხადა მეუფემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781627834

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 „ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...

ლევან მახაშვილი

1781623889

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...

აჭარის მთავრობა

1781621952

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...

მაკა ბოჭორიშვილი

1781621180

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც

„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი