მიხეილ სარჯველაძე: ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს
„ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს. კომერციული ინტერესი არ უნდა ახდენდეს გავლენას, რომელი ფარმაცევტული პროდუქტით ვაჭრობა არის მოგებიანი, ან - წაგებიანი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააფთიაქო ქსელებს, უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა და გაიაზრონ, რომ მედიკამენტების დეფიციტის საკითხი საჯარო პოლიტიკის ნაწილია, მისი რეგულირება კი აუცილებელი.
„ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს. შევხედავთ, როგორ შეიძლება, დავაზღვიოთ ასეთი რისკებისგან მოქალაქეები. დაგვჭირდება ოპტიმალური ხერხების შემოტანა, რომლითაც პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება ამგვარი პერიოდული დეფიციტები.
სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც მიწოდების კუთხით, იმპორტიორს ან სააფთიაქო ქსელს ექმნება გარკვეული შეფერხება. ამის დამზღვევი მექანიზმები დღესაც არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, თუმცა, ყოველთვის შეიძლება ფიქრი, როგორ დავხვეწოთ სისტემა დეფიციტების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1769614771
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის
„როდესაც საუბარია წამალზე და სამკურნალო საშუალებებზე, ბუნებრივია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და სამართლიანია, რომ როგორც ხარისხის, ისე ფასის კუთხით იყოს ისეთი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეებისთვის...
1769613736
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი მაია სანდუზე: გამხმოვანებელია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება
„მაია სანდუ არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...
1769610983
ახალი ამბებიილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ღუდუშაურს პასპორტი ჩამოერთმევა და საზღვრის გადაკვე...
1769609978
მსოფლიოკრემლში ადასტურებენ რომ აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, პესკოვს დეტალებზე არ...
1769609814
ახალი ამბებიბრალდებულმა სოფელ ყარაბულახში ქალისა და კაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლე დაჭრა - ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელე...































