ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადა. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
„სამართალდამცველების მიერ, გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1781163200
საზოგადოებასაერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია IMF-ის პუბლიკაციაში - „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციებ...
1781161361
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია...
1781160634
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად...
1781159804
სპორტი11 ივნისს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება,...
1781158102
მსოფლიოირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა
ირანმა ამერიკელების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. „ამიერიდან ჰორმუზის სრუტე სრულად არის ჩაკეტილი და ნებისმიერ გემი, რო...



























