იმერეთის პოლიციამ სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალბატონს, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამივე დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1781172108
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე - ევროკავშირს ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი, რომ შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ, ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ, ვფიქრობ, მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება
„ფაქტობრივად, ევროკავშირის ბიუროკრატიას ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენთან შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ. ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ. აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის პ...
1781169373
მსოფლიომედია: თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან...
1781167472
საზოგადოებაკანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
„დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები - N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ დ...
1781167440
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას, ასევე იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6.5%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გამორჩეული მდგრადობით ხასიათდება“, - წერს ექსპერტი დავით ჩ...
1781166815
საზოგადოებასაერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითია
საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც სსფ-ის ტექნიკური დახმარების (TA) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელ...



























