საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც სსფ-ის ტექნიკური დახმარების (TA) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა, - ნათქვამია სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ IV მუხლის კონსულტაციების დასკვნით ანგარიშში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის დასკვნაზე ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სსფ-ის შეფასებით, სებ-ის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შორის უნდა აღინიშნოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჩანაცვლების მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება.

„2022 წლის უსაფრთხოების შეფასების (Safeguards Assessment) რეკომენდაციების უმეტესობა უკვე განხორციელებულია, მათ შორის ახლახან გაუქმდა მთავრობისთვის დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ანგარიშში.

ამასთან, სსფ-ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. ფონდის შეფასებით, კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების მოდელზე გადასვლა გადაწყვეტილებების ხარისხს გააუმჯობესებს კოლექტიური განხილვის გზით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781165412

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთი...

დაკავებადაკავება

1781163200

საზოგადოება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია IMF-ის პუბლიკაციაში - „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციებ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდ

1781161361

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია...

ირაკლი კობახიძე

1781160634

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად...

მაინერი მაინერი

1781159804

სპორტი

11 ივნისს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება,...

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება