ქვემო ქართლის პოლიციამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ე.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1994 წელს დაბადებულ ჯ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1754544229
საზოგადოება„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს. დედაქალაქის მერობის კანდიდატად კი მმართველი გუნდი...
1754544161
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი ი...
1754543430
ახალი ამბებიგეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა
გეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ მიიღო საჭირო ზომები და სო...
1754513243
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 7 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა ისევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურას რუსთავში - +38 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო მინიმა...
1754510519
მსოფლიოBBC: ჩინეთში ჩიკუნგუნიას ვირუსის 7000 შემთხვევა დაფიქსირდა
ივლისიდან მოყოლებული ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში კოღოს მიერ გადამდები ვირუსის 7000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ქვეყანაში Covid-19 პანდემიის დროს არსებული ზომების მსგავსი ზომების მიღება გამოი...