საქართველო-ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველო - ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები“, - აღნიშნულია ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს დინამო არენაზე გამართავს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს.
1754544229
საზოგადოება„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს. დედაქალაქის მერობის კანდიდატად კი მმართველი გუნდი...
1754544161
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი ი...
1754543430
ახალი ამბებიგეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა
გეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ მიიღო საჭირო ზომები და სო...
1754513243
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 7 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა ისევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურას რუსთავში - +38 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო მინიმა...
1754510519
მსოფლიოBBC: ჩინეთში ჩიკუნგუნიას ვირუსის 7000 შემთხვევა დაფიქსირდა
ივლისიდან მოყოლებული ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში კოღოს მიერ გადამდები ვირუსის 7000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ქვეყანაში Covid-19 პანდემიის დროს არსებული ზომების მსგავსი ზომების მიღება გამოი...