BBC: ჩინეთში ჩიკუნგუნიას ვირუსის 7000 შემთხვევა დაფიქსირდა

ივლისიდან მოყოლებული ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში კოღოს მიერ გადამდები ვირუსის 7000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ქვეყანაში Covid-19 პანდემიის დროს არსებული ზომების მსგავსი ზომების მიღება გამოიწვია. ამის შესახებ BBC წერს.

ჩიკუნგუნიას ვირუსით ყველაზე მეტად ქალაქი ფოშანი დაზარალდა, სადაც ინფიცირებულები საავადმყოფოში მკურნალობენ და მათი საწოლები კოღოს ბადეებით არის დაცული. დაავადებულთა გაწერა მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის, ან საავადმყოფოში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ინფიცირებული კოღოს ნაკბენით გავრცელებული ვირუსი იწვევს ცხელებას და სახსრების ძლიერ ტკივილს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ, როგორც წესი, სასიკვდილო არ არის.

რა არის ჩიკუნგუნიას ვირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ჩინეთში ჩიკუნგუნიას ვირუსი იშვიათია, ის ხშირია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ნაწილებში.

დაინფიცირებული კოღოს მიერ ნაკბენი ადამიანების უმეტესობას ჩიკუნგუნიას სიმპტომები სამიდან შვიდ დღემდე უვითარდება.

ცხელებისა და სახსრების ტკივილის გარდა, სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და სახსრების შეშუპება.

შემთხვევათა უმეტესობაში პაციენტები თავს უკეთ ერთ კვირაში იგრძნობენ. თუმცა მძიმე შემთხვევებში სახსრების ტკივილი შეიძლება თვეების, ან წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.

უფრო მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არიან ახალშობილები, ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ თანმხლები სამედიცინო პრობლემები, როგორებიცაა გულის დაავადება, ან დიაბეტი.

ჩიკუნგუნიასგან განკურნება არ არსებობს, მაგრამ მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა იშვიათია.

ვირუსი პირველად 1952 წელს ტანზანიაში აღმოაჩინეს. შემდეგ ის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღემდე ის 110-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზაა იმ წყლის გუბეების შემცირება, რომლებიც კოღოებს გამრავლების საშუალებას აძლევს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780946959

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ

თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუ...

ირაკლი კობახიძე

1780946907

საზოგადოება

პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვე...

ირაკლი კობახიძე

1780946274

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1780944615

საზოგადოება

პრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით

საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...

ირაკლი კობახიძე

1780944557

საზოგადოება

პრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...

ირაკლი კობახიძე