საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის სამი მენეჯერი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით.

„გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე, კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ეკვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას.

კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად, არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდების გამოსავლენად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754554848

საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებ...

საზოგადოება

1754552968

საზოგადოება

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები იმყოფებოდნენ

სიონის საკათედრო ტაძარში ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები იმყოფებოდნენ. ელდარ შენგელაიას ტაძრიდან 14:00 საათზე გა...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

1754550718

ახალი ამბები

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, სამართალდარღვევის 76 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, სამართალდარღვევის 76 ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 74 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მო...

ეროვნული სატყეო

1754548492

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1...

დაკავებადაკავება

1754547208

ახალი ამბები

საქართველო-ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველო - ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფ...

საქართველოს ნაკრები