დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია

პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა კომენტარი.

მისი განცხადებით, პარლამენტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს.

„პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მიერ, რაც მის მაღალ ლეგიტიმაციას განაპირობებს“ - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაბალანსებულად არის წარმოდგენილი ოპოზიციაც.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში „გაურკვეველი და გზას აცდენილი“ პოზიციით არის წარმოდგენილი.

„დღეს პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი - კანონებს იღებს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, მის მაღალ ლეგიტიმაციასაც განაპირობებს. ასევე, პარლამენტში წარმოდგენილია ოპოზიცია.

პარლამენტის თავმჯდომარემ სწორად აღნიშნა გახარიას პარტიის გაურკვეველი, გზას აცდენილი შემოსვლა პარლამენტში, რადგან თავდაპირველად ისინი გარედან ცდილობდნენ პარლამენტის დისკრედიტაციას, შემდეგ კი თავადვე შევიდნენ პარლამენტში და ახლა მათივე თქმით, არალეგიტიმურ პარლამენტში მუშაობენ - თუ ამას მუშაობა ჰქვია. არაუშავს, იყვნენ - ისმოდეს მათი ხმაც, საზოგადოება მათ უკეთ გაიცნობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა რეგლამენტის ახალ ცვლილებებზე, რაც ითვალისწინებს, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტს უფრო ხშირად ეწვევა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს კანონპროექტების განხილვა და ეს პროცესი, ზოგადად, დინამიკურ რეჟიმში ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემმა გუნდმა -„ხალხის ძალამ“ - კონკრეტულ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ. გარკვეულწილად მივაღწიეთ შედეგსაც, თუმცა სრულად - ვერა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773762299

ახალი ამბები

„რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს“ - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობ...

მიხეილ სარჯველაძე

1773762104

ახალი ამბები

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით

ილია მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად დიდი მწყემსია, კეთილი მწყემსი - ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ „კავკასიის მე...

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

1773760885

ახალი ამბები

მაჭავარიანი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ეს მეტყველებს იმ ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც ევრობიუროკრატებს აქვთ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს ყველაფრის მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ. „ეს მეტყველებს ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც...

ლევან მაჭავარიანი

1773759264

ახალი ამბები

მეუფე შიო პატრიარქზე: როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს

ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთე...

ლლლ

1773757346

ახალი ამბები

ვოლსკი ოპოზიციის გაერთიანებაზე: საზოგადოებამ ხომ იცის, რომ გარე მმართველებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რა სისხლი აქვთ ხელებზე იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის გაერთიანების მიზეზების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ყველამ იცის, რომ დაკვეთა გაერთიანებაზე ოპოზიციამ გარედან მიიღ...

გია ვოლსკი