უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავს არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს.
„უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურად მიიღო ამერიკული მხარისგან გეგმის პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის აზრით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ გეგმის პუნქტებზე, რათა უზრუნველვყოთ ომის ღირსეული დასრულება. რუსეთის შეჭრის პირველივე წამებიდან უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მშვიდობის მოახლოება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებებს სისხლისღვრის დასრულების შესახებ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული მუშაობა ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი პენტაგონის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 28-პუნქტიანი ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელმაც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევსა და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შედეგად.
1763665773
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: ჩვენ ვაშენებთ მოდულს - ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ
„ჩვენ ვაშენებთ მოდულს, ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან...
1763664796
მსოფლიოჯეი დი ვენსი - უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ
უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდე...
1763658133
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
„როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...
1763656609
საზოგადოებადავით კაჭარავა ფეხბურთელების ბულინგზე: ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, რომლებიც მოხარულები იქნებიან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა იქნება წარუმატებელი საქართველოში
ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით. კერ...
1763655069
სპორტიგვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირი...


























