რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს ჩვენ, პირველ რიგში, ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს
„26 იანვარს, გაეროს ჟენევის შტაბ-ბინაში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეოთხე ციკლის ანგარიში გაიმართა, რომლის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველა სახელმწიფო უწყებამ ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა. დისკუსიის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ როდესაც ზურგს გიმაგრებს სამართლიანი, მყარი და ობიექტური არგუმენტები - შენ ყოველთვის გაქვს უპირატესობა და კრიტიკულად განწყობილი მხარე ამ შემთხვევაში ნამდვილად იჩაგრება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისივე განმარტებით, ასევე კარგად გამოჩნდა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც თავისუფალნი არიან თავსმოხვეული დღის წესრიგისგან, დადებითად აფასებდნენ ჩვენს ქვეყანაში იმ პროგრესს, რომელიც არაერთი მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გვაქვს. კერძოდ, ეს იქნება: საკუთრების უფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების სამთავრობო სტრატეგია თუ სხვა.
„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა და ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს და ასახული არის საერთაშორისო ობიექტურ ინდექსებში - ეს იქნება კორუფციისგან თავისუფალი შეფასება, კანონის უზენაესობა, საკუთრების დაცვა თუ სხვა. ამავდროულად, იმ ცალკეულ ქვეყნებს, რომლებმაც სცადეს, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი გაემეორებინათ - მათ მოუწიათ, კიდევ ერთხელ მოესმინათ სტრასბურგის სასამართლოს იმ 100-ზე მეტი ვერდიქტის შესახებ, რომელსაც გასამართლებული ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი განმარტებით, ამ ვერდიქტებში საუბარი არის უმძიმეს და სისტემურ დანაშაულებზე, მათ შორის, ადამიანის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე, სიცოცხლის უფლების მოსპობის კონკრეტულ ფაქტებზე, სახელმწიფო რეკეტზე და სხვა.
რატი იონათამიშვილის თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშში, ფაქტობრივად, შეჯამებულია სტრასბურგის სასამართლოს 100-ზე მეტი ვერდიქტი, რომელიც გამოტანილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ისეთი რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რომელიც არ იქნება თანხვედრაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან.
„რაც შეეხება თვითონ იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება UPR-ის ფარგლებში გამოთქმული, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიცია აქამდე იყო, რომ ვიზიარებდით ყველა რეკომენდაციას, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებოდა. ამას ასევე დაემატება უარი ისეთ რეკომენდაციებზე, რომელიც არ მოვა თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და შესაბამისად, მხოლოდ ამ ფილტრით იქნება გაზიარებული ნებისმიერი ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო, ვინაიდან ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს ჩვენ, პირველ რიგში, ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
1775225824
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები
თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაც...
1775223709
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...
1775222969
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....
1775221646
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775220947
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალ...





























