სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ადგილზე უკანონო კონტროლის გაძლიერებას, სამხედრო, პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას, რაც სხვა მიზნებთან ერთად, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის მზარდი კავშირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული“.

„18 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულებელყოფით, მოახდინა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ადგილზე უკანონო კონტროლის გაძლიერებას, სამხედრო, პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას, რაც სხვა მიზნებთან ერთად, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის მზარდი კავშირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული.

გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაციით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით.

ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას. დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტისა და მექანიზმის გამოყენებით, ახორციელებს ერთიან ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით და განუხრელად წარმართავს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპულ და თანმიმდევრულ პოლიტიკის, რაც ქვეყნის დეოკუპაციისკენ მიმართული ძალისხმევის კვალდაკვალ, მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობას, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, ისევე როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნას.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფასებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას; ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786135808

საზოგადოება

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...

თავდაცვის სამინისტრო

1786135770

საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1786135105

საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა...

აფხაზეთის მთავრობ

1786134911

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამი...

 საქართველოს პარლამენტი

1786134716

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია