რომში საერთაშორისო ღონისძიებაზე - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, ნინო წილოსანი სიტყვით გამოვიდა
რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, ქართული ხორბლის შესახებ ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციებისა და რიტუალების შესახებ.
აღინიშნა, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ქვეყანაში ხორბლის 14 სახეობაა გავრცელებული, მათგან 5 ენდემურია.
ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები 2025 წელს იუნესკოს (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.
ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა იყო.
ქართული ხორბლის შესახებ საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
1791896903
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1791896373
ახალი ამბებინათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ
ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად,...
1791895368
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გაფართოების პოლიტიკაში დაშვებულ იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდ...
1791894281
მსოფლიომედია: უნგრეთის პარლამენტმა ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებული ანტილგბტ კანონმდებლობის ნაწილი გააუქმა
უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, 2021 წელს მიღებულ კანონში LGBTQ თემის წინააღმდეგ მიმართული დებულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას RTL ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს...
1791893681
საზოგადოებაპაატა კვიჟინაძე: არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები
„არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები“, - ასე გამ...




























