ზვიად შალამბერიძე გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე: „ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია“
ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ გრანტების კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ილაპარაკა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ დასკვნაში მითითებულია, თითქოს ეს კანონი ხელს უშლის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შექმნას და ასევე მოყვანილია არგუმენტი, თითქოს კანონის შესახებ საზოგადოებამ სათანადო ინფორმაცია არ მიიღო.
„რომ გადახედონ, როგორ მიმდინარეობდა პარლამენტში დისკუსიები და რამდენ ხანს გრძელდებოდა ამ კანონის მიღება, მგონი, ამ წინადადებას ამოიღებენ, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, რომ ეს ადამიანები ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე აკეთებენ და აქვეყნებენ რაღაც რეზოლუციებს. ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ ხელი შეუშალოს ახალი ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას საქართველოში, იმიტომ, რომ რეალურად არავის ვუკრძალავთ ფინანსების მიღებას, ოღონდ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და დეკლარირებული. აქედან გამომდინარე, თუ დეკლარირების ვალდებულება უჩნდებათ და საზოგადოებამ ეს დაინახა, ამაში რა არის უცნაური და მიუღებელი? თუ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იქნება, მივესალმებით ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნასაც და წარმატებასაც. ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია“, - აცხადებს შალამბერიძე.
1791896373
ახალი ამბებინათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ
ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად,...
1791895368
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გაფართოების პოლიტიკაში დაშვებულ იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდ...
1791894281
მსოფლიომედია: უნგრეთის პარლამენტმა ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებული ანტილგბტ კანონმდებლობის ნაწილი გააუქმა
უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, 2021 წელს მიღებულ კანონში LGBTQ თემის წინააღმდეგ მიმართული დებულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას RTL ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს...
1791893681
საზოგადოებაპაატა კვიჟინაძე: არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები
„არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები“, - ასე გამ...
1791890998
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად
„გარე დავალებები საკუთარ ხალხთან საუბრის ნაცვლად და შიდა აუდიტორიაზე გათვლილი გამოგონილი ნარატივები“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური...



























