რუსეთში “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი ვერსია დაბლოკეს

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე “ნეტგაზეთის” რუსული ვერსიის ვებგვერდი დაბლოკეს. აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის გენერალური პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნა “ნეტგაზეთის” მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მომზადებული ერთ-ერთი მასალის გამო. რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის (როსკომნადზორი) გაფრთხილების მიუხედავად, “ნეტგაზეთმა” არ წაშალა ხსენებული მასალა.

“როსკომნადზორის” ვებგვერდზე, იმ საიტების საძიებო რეესტრში, რომლებზეც რუსეთში წვდომა შეზღუდულია, ru.netgazeti.ge უკვე იძებნება. იქვე მითითებულია, რომ  დაბლოკილი ვებგვერდების “რეესტრში ინტერნეტ საიტის არსებობა საერთოდაც არ ნიშნავს მასზე წვდომის სრულ შეზღუდვას, რადგან წვდომა შეიძლება შემოიფარგლოს “ინტერნეტში” საიტის ცალკეული გვერდით”.

გრაფაში, რომელშიც კონკრეტულ ვებგვერდთან წვდომის შეზღუდვის ფორმა და მასშტაბი უნდა იყოს მითითებული, ნათქვამია, რომ წვდომა შეზღუდულია “ცალკეულ გვერდზე”, რაც შეიძლება გვაფიქრებინებდეს, რომ “როსკომნადზორმა” დაბლოკა არა მთელი საიტი, არამედ ბმული, რომელიც რუს გენერალზე სტატიას მოიცავს.

თუმცა, რუსეთში ორ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ორი პირისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ვერ ახერხებენ “ნეტგაზეთის”  არა კონკრეტული ბმულის, არამედ მთლიანად რუსულენოვანი ვებგვერდის გახსნას. ამასთან, globalcheck.net-ის მიხედვით, რომელიც კონკრეტულ ვებგვერდებთან წვდომის ხარისხს ზომავს, ru.netgazeti.ge-სთან წვდომა რუსეთში 0%-ით არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეს რესურსი დაბლოკილია.

“ნეტგაზეთის” რუსული ვერსიის მსგავსად, “როსკომნადზორის” რეესტრის მიხედვით, წვდომა შეიზღუდა საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი გამოცემის, accentnews-ის ვებგვერდზეც. “ნეტგაზეთის” მსგავსად, მიმდინარე დღეებში აღნიშნულმა გამოცემამაც მიიღო გაფრთხილება რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლისგან.

რა მოხდა მანამდე
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, “როსკომნადზორმა”, “ნეტგაზეთი” გააფრთხილა, წაეშალა თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.

საუბარია “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით “უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი”.

იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია “Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала”(“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).

მასალის გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ, 9 აპრილს, თბილისის დროით 02:01 საათზე “ნეტგაზეთმა” მიიღო მეილი, რომლითაც “როსკომნადზორმა” ხსენებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. უწყების მტკიცებით, ის “კანონის დარღვევით” არის გავრცელებული.

“როსკომნადზორის” მეილის თანახმად, ხსენებული შეტყობინება გამოგზავნილი იყო “რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე, მიღებულ იქნას ზომები მასალაზე წვდომის შეზღუდვის მიზნით”.

მაინც რას გულისხმობს “კანონის დარღვევით გავრცელებული ინფორმაცია” რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ხედვით?

მეილზე თანდართულ დოკუმენტში ასეთად შეფასებულია მასალა, რომელიც შეიცავს “არასანდო” ინფორმაციას რუსეთის არმიის მიერ “განხორციელებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”, მისი ფორმის, საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მეთოდებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაკარგებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა შესახებ.

“სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომს უწოდებს. რუსეთში მოქმედ მედიასაშუალებებს ეკრძალებათ ამ პროცესის “ომად” მოხსენიება.

“როსკომნადზორის” მიერ გამოგზავნილ მეილში ნათქვამი იყო, რომ,  ru.netgazeti.ge-ს 24 საათში უნდა წაეშალა მასალა, რაზეც გამოცემამ უარი თქვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ნეტგაზეთი” რუსეთის სახელმწიფო უწყებების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის მიწურულს საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქმიანობის გამო გაკრიტიკებულია “ნეტგაზეთი” და “ბათუმელები”. ორივე მედიასაშუალება ერთი კომპანიის კუთვნილებაა.

ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 დავით სერგეენკო: დიდი ალბათობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება

🔵 "უკრაინელმა ბიზნესმენმა ვებ - კამერაში  დაინახა, რუსები როგორ გამაგრდნენ მის ფეშენებელურ სახლში, საბრძოლო არსენალით - კოორდინატები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა და სახლიან-რუსიან-ტექნიკიანად ააწევინა ჰაერში"

🔵 ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე