„სააკაშვილის მოწამვლაზე განცხადებები ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობებია“ - სარჯველაძე

„სააკაშვილის მოწამვლაზე განცხადებები ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობებია“ - - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ამ განცხადებით მან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, შეაფასა.

„მე როგორც მოვისმინე, ურთმელიძე ბრძანებდა იმას, რომ იმ ნივთიერებების დასაშვებ დოზას, რომლის არსებობაზეც კეთდებოდა შორს მიმავალი დასკვნები, არ აღემატება. ამის გათვალისწინებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა რასაკვირველია, ობიექტურად ამას არავითარი დასაყრდენი არ გააჩნია. ეს თქვა იმ ადამიანმა და ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელიც სუბიექტური შეფასების დონეზე შეიძლება წყდებოდეს. ეს არის ყველაფერი გაზომვადი კრიტერიუმებით, აღქმადი. არ მგონია უბრალოდ, რომ ამაზე კამათი ღირდეს.

უნდა ვნახოთ ფაქტები. ფაქტები თუ არის ისეთი, როდესაც დასაშვებ ნორმას არ აღემატება რაღაც ნივთიერების შემადგენლობა ორგანიზმში, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება კამათი იმასთან დაკავშირებით, მოწამვლა არის თუ არა და რაღაც ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები“, - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს?" - რას წერს ჟურნალისტი

🔵 ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754408868

ახალი ამბები

ირაკლი შენგელია: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა. მისი თქმით, ამას ადასტუ...

ირაკლი შენგელია

1754408553

ახალი ამბები

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალა...

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

1754406434

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე...

მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

1754404594

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი შესაძლებელია მათი შევსება, ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე

„პრობლემა, თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი მნიშვნელოვანი სა...

 მიხეილ სარჯველაძე

1754402324

საზოგადოება

გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებ...

გივი მიქანაძე