სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა
სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1770209497
საზოგადოებაგივი მიქანაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
დუბაიში მიმდინარე მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთ...
1770208928
მსოფლიოBloomberg: გერმანიის კანცლერი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას გეგმავს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი თხევადი ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავს, რათა გერმანიისა და ევროკავშირის დამოკიდებულება ამერიკულ ენერგიაზე შეამციროს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს...
1770207597
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე მონაწილეობას მიიღებს...
1770205212
საზოგადოებაპრემიერი: საუკუნოვანი ბრენდი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც ისე გააქრეს, კითხვაც კი არავის გასჩენია. 1992 წლიდან იწყება პრობლემები ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში
საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის, ბრენდის თემაზე, ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვან...
1770205166
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განათლების სისტემა არის არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ
ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არათუ მძიმე მდგომარეობაში, სისტემა არის უმძიმეს მდგომარეობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებთან საუბრისას. რ...



























