საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის „კინოლოგიის სამმართველოს“ სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით სგპ „სარფში“ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი ძაღლის მიერ გამოვლენილი მანიშნებელი/საეჭვო რეაქციის საფუძველზე მოხდა მგზავრის შეჩერება. სამართალდამრღვევი მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი კუთვნილი სამგზავრო ზურგჩანთის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი. საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 36 ძაღლი ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1787569500
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს „აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. ინსპექტირების შ...
1787568395
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს! დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწ...
1787566647
ახალი ამბებისაქართველო-უკრაინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
„საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მ...
1787566521
ახალი ამბებისაზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდ...
1787564866
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია, გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული
„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა მას რა თანამდებობა ეკავა თუ...































