საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე, გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოვლინდა და სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ელიტმშენი“-ს და კოოპერატივი „რკ ქართული ბოსტნეული“-ს ხელმძღვანელი პირები დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ასევე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
დადასტურებულია ბრლადებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 918 ლარის ფიქციური დღგ-ს აქტივის შექმნისა და 2 000 ლარის ბიუჯეტიდან მოტყუებით დაუფლების ფაქტები.
გამოძიებით დგინდება, რომ კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში, კერძოდ: (ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“-დან თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს „ელიტმშენმა“ , კოოპერატივ „რკ ქართული ბოსტნეულს“ გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა 1 100 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე და შესაბამისი ყალბი სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდების შესახებ, თუმცა არანაირი სამუშაო არ შესრულებულა.
თავის მხრივ ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, კოოპერატივმა მიიღო დღგ-ს ფიქციური ჩათვლა 167 918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიბრუნეს დღგ-ს თანხა 2000 ლარი და დამატებით ცდილობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ზედმეტობის თანხის ფიქციური აქტივის 100 000 ლარის დაბრუნებას, რაც საგამოძიებო სამსახურის დროული ჩართულობით ვერ განახორციელეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით , 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1765486791
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...
1765485539
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...
1765483408
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....
1765482422
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამას ველოდით
„ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას. მი...





























