პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1350,28 გრ. ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც რეალიზაციის მიზნით დააფასოვა და ნაწილი ერთ-ერთ ლოკაციაზე განათავსა, ხოლო ნაწილს საცხოვრებელ სახლში ინახავდა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
1765514838
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება - ირაკლი კობახიძე დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტე...
1765486791
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...
1765485539
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...
1765483408
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....





























