ეკა სეფაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება
„სულ მალე ევროპა დაუბრუნდება რეალურად ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც ასე იზიდავს ქართველ ხალხს და რასაც გულმოდგინედ იცავენ ევროპელები ევროპის შუაგულში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მოკლე ხანში ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება. „ევროპული ფასეულობები ღირებულია ქართველი ხალხისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება,“ - განაცხადა მან.
„ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ევროპელებიც, არ დარჩეს ევროკავშირში ის ადამიანები, პოლიტიკოსები და პროფესიონალები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რა არის ჭეშმარიტად ჰუმანური და ცივილური ღირებულება.
თუ დააკვირდებით აგენტურულ დავალებებს ასრულებენ ის პოლიტიკოსები, რომელთა კეთილსინდისიერების შესახებ თვით ევროკავშირში დაისვა კითხვები. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის მიმართაც „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო კითხვები; კაია კალასი, რომლის მეუღლე დიდი რაოდენობით სავაჭრო ბრუნვას აწარმოებს რუსეთთან; მარტა კოსი, რომელსაც საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და სხვა. ევროპა ნამდვილად არ შედგება ასეთი ადამიანებისგან და პოლიტიკოსებისგან.
გავიხსენოთ, ევროკავშირის მიერ, თუნდაც „გაფართოების ფორუმამდე“, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები, სადაც მთავრობის ეფექტიანობით, კორუფციის კონტროლით, კანონის უზენაესობით და სხვა ანგარიშებით საქართველო არა მხოლოდ მოწინავე პოზიციებზეა, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
ანუ, ეს არის ის ცივილური ევროპის ნაწილი, რომლებიც აღიარებენ სიმართლეს და ეს სიმართლე არის ის, რომ საქართველო თავისი განვითარებით არის ევროპული, დასავლური სტილის დემოკრატიული ქვეყანა და არავითარი დემოკრატიული უკუსვლა აქ არ არის. ვფიქრობ, სიმართლის აღიარება მოუწევთ იმიტომ, რომ ისევ თავიანთი გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ადრეც იძულებული გახდნენ საქართველოსთვის მიენიჭებინათ სტატუსი.
ახლაც, დარწმუნებული ვარ, თვითონ მოუწევთ უკან დახევა იმიტომ, რომ სიმართლე ერთია და ის მტკიცდება სხვადასხვა ანგარიშით. ვამბობდით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია ევროკავშირში ინტეგრაცია და რამდენიმე დღის წინ, ეს დამტკიცდა კიდეც. სწორედ ევროკავშირის მხარემ გააჩერა დიალოგი საქართველოსთან.
ევროპული ფასეულობები ღირებულია ქართველი ხალხისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება. ამის ნიშნები უკვე ჩანს. სულ მალე ევროპა დაუბრუნდება რეალურად ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც ასე იზიდავს ქართველ ხალხს და რასაც გულმოდგინედ იცავენ ევროპელები ევროპის შუაგულში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1765514838
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება - ირაკლი კობახიძე დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტე...
1765486791
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...
1765485539
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...
1765483408
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....





























